
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, შიმშილობას აგრძელებს.
“ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა ვიდრე მომცემს შიმშილობის გაგრძელების საშუალებას, იქამდე გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი“, – განაცხადა წითლიძემ.
როგორც “ემერჯენს სერვისის“ ბრიგადის უფროსმა ექიმმა თამარ სვანიძემ წითლიძის გასინჯვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატი კრიტიკულ ზღვარზეა ამ ეტაპზე, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია.
“დღეს პაციენტისთვის შიმშილობის მე-10 დღეა და ბუნებრივია, კრიტიკულ ზღვარზეა ამ ეტაპზე, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. ჰიპოთენზია უფრო მკვეთრად არის გამოხატული, რაც ახასიათებს შიმშილობას, ასევე აქვს გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა, ემპათია. გონებრივი შესაძლებლობები შენარჩუნებული აქვს, საკმაოდ აქტიურიც არის. ანალიზის მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად შეცვლილია. ჩვენ, როგორც ექიმები, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რათა არ შეიქმნას ზედმეტი დატვირთვა ჯანმრთელობისთვის. 22 დეკემბრის მონაცემებით, დაკარგული აქვს წონის 11 კილოგრამი. ჩაუტარდა გადასხმა“, – განაცხადა ექიმმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო შეწყვიტეს.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს