
ავტორი
Front News საქართველო
არცერთი ფლანგი არ აკლებს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, რაც არის ძალიან სირცხვილი და ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
“ყველას უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ არ გამოვიყურებით კარგად. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ებრძვის სიკვდილს, მაშინ, როდესაც ქვეყანა არის უამრავი გამოწვევის წინაშე და გვაქვს ისტორიული არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება ჩვენს კანდიდატის სტატუსს, ამ ფონზე ეს ურთიერთბრალდებები არ არის ის, რაც შეესაბამება პარტიის საუკეთესო ინტერესებს.
ვისურვებდი, რომ ყველა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის თითოეული ეს ადამიანი ირაკლი ნადირაძე, იქითა მხრიდან, რა ვიცი, ნებისმიერი, ბაჩო დოლიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა იქნება, პარტიისთვის არიან ღირებული ადამიანები, პარტიისთვის ძალიან ბევრი უკეთებიათ და კიდევ უნდა გააკეთონ”, – განაცხადა წითლიძემ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს