
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
“დღეს, ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ახლა ხდება მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს.
რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვთქვი არა ერთხელ, რომ სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, მე ამას გავაგრძელებ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ექიმები დეპუტატს შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს