
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, თუ ვინმე ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, ის იქნება “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის.
“თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის, თუმცა ეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს.
რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მაშინ, როდესაც საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი ნათელია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია ექნება და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული კურსი დააზიანოს.
მეორე მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფაროს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. იგივე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ერთი თვის განმავლობაში, გვაყურებინებს აი ამ სპექტაკლს საქართველოს პარლამენტში, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია, რომელსაც რეალურად, ამ მოცემულობით, პერსპექტივა არ აქვს”, – განაცხადა წითლიძემ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს