
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებამ შეგნებულად მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ახლა ნომერ პირველი პრობლემა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასწრაფო წესით უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში გადაყვანა.
“მთავარი ახლა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება, სამედიცინო დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა არის მძიმე. უნდა მოხდეს სასწრაფო წესით ჰუმანიტარული მიზნით მისი ევროპაში გადაყვანა და რეაბილიტაცია. ხელისუფლებამ შეგნებულად მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ახლა ვსაუბრობთ მესამე პრეზიდენტის იმდენად დასუსტებულ მდგომარეობაზე, რომ ახლა ნომერ პირველი პრობლემა არის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს