ანა წითლიძე - 4 ოქტომბერს რეჟიმი დასრულდება თუ არა, ეს მხოლოდ მოქალაქეებზეა დამოკიდებული და თითოეულ ჩვენგანზე


ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბერს რეჟიმი დასრულდება თუ არა, ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და თითოეულ ჩვენგანზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რომ 4 ოქტომბერი არის ბოლო ვადა.
"ჩვენ ყველგან ვიქნებით, ყველას დავეხმარებით, მაგრამ კონკრეტული მოქმედებაა საჭირო და თუ ვიღაც რაღაცას აკეთებს, ამას ხელი არ უნდა შეუშალო.
მე სრულად ვეთანხმები, რომ 4 ოქტომბერი არის ბოლო ვადა იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობა კულმინაციამდე ხომ უნდა მივიდეს. ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ, ვინც რუსთაველზე დგას და არა მარტო რუსთაველზე, არამედ რეგიონებშიც, მაგრამ რამდენი წელი დავდგებით? დარწმუნებული ვარ, მათი პოზიციაც ასეთი იქნება, რომ რამდენი წელი დავდგებით? 3 წელი? 4? სადღაც კულმინაციამდე ხომ უნდა მივიდეს ეს ყველაფერი, არა? ამიტომ ეს კულმინაცია არის 4 ოქტომბერი.
პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანებს უთხრა - 4 ოქტომბერს ვიკრიბებითო და 4-ში რა მოხდება ეს ხომ არ ვიცით, მაგრამ 4 ოქტომბერს რეჟიმს გასაფორმებელი აქვს ე.წ. არჩევნები, ბუნებრივია, ადამიანი, რომელსაც ცვლილება უნდა, ქუჩაში გამოვა და გააპროტესტებს. 4 ოქტომბერს რეჟიმი დასრულდება თუ არა, ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და თითოეულ ჩვენგანზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს