Logo

ანა წითლიძე - არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული, რაც აწუხებს "ქართულ ოცნებას"

პოლიტიკა
64
Frontnews image description

ეს ცვლილებები აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული, რაც აწუხებს რეჟიმს - "ქართულ ოცნებას" , - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს, ლეგიტიმაცია ძალით მოიპოვოს.

"ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა და არამხოლოდ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა, მანამდე, ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება იყო, კიდევ ერთხელ ანახა ის, რომ ეს გზა, რასაც ჰქვია რეჟიმის არაღიარება, არის რთული, მაგრამ რეალურად, ეს არის ის გზა, რომელიც პრობლემას უქმნის რეჟიმს. 

ეს ცვლილებები აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული, რაც აწუხებს რეჟიმს - "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება მათ ლეგიტიმაციას და მათ კარგად იციან, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, მათთვის მტკივნეული და პრობლემური ხდება. ეს ცვლილებებიც იმას ემსახურება, რომ როგორმე, ძალით მოიპოვონ ლეგიტიმაცია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები