Logo

ანა წითლიძე - არანაირი კონტექსტის შექმნა "დამოუკიდებელ სასამართლოზე" რეჟიმს არ უშველის!

პოლიტიკა
246
Frontnews image description

“არა მხოლოდ გიორგი, ყველა პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოა! არანაირი კონტექსტის შექმნა "დამოუკიდებელ სასამართლოზე" რეჟიმს არ უშველის! რეჟიმი უნდა დაინგრეს!” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

“რეჟიმი გვეუბნება რომ ჩვენ გვყავს პოლიციელები, ძალოვანი სტრუქტურები რომლებიც მოქმედებენ ქართული ოცნების დავალებით, ანუ შეუძლიათ ნარკოტიკი ჩაუდონ სრულიად უდანაშაულო ადამიანს, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო და გაწირონ!

გიორგი ახობაძის დედა დააკვდა ამ ამბავს, 9 თვე უდანაშაულო ადამიანი ჰყავდათ ციხეში.

არა მხოლოდ გიორგი, ყველა პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოა! უდანაშაულოა მზია ამაღლობელი, რომელიც არც ერთი დღე არ უნდა იჯდეს ციხეში.

არანაირი კონტექსტის შექმნა "დამოუკიდებელ სასამართლოზე" რეჟიმს არ უშველის!

რეჟიმი უნდა დაინგრეს!” - წერს ანა წითლიძე.

Advertisement