Logo

ანა წითლიძე - პოლიტიკა, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება", პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული ინტეგრაცია

პოლიტიკა
147
Frontnews image description

კიდევ უფრო მეტად დაავიწროებს ივანიშვილი ყველა წრეს, სანამ მას აქვს განცდა, რომ აქვს ძალაუფლება, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა უკავშირდება იმას, რომ დაკარგოს საქართველომ ევროპული მომავალი.

"კიდევ უფრო მეტად დაავიწროებს ივანიშვილი ყველა წრეს, არა მხოლოდ იმით, რომ ემიგრანტებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ან იმით, რომ საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვთ, არამედ ყველა გზითა და ხერხით. ის კიდევ უფრო მეტად შეავიწროებს ყველას იქამდე, სანამ მას აქვს განცდა, რომ აქვს ძალაუფლება და კიდევ უფრო მეტად ეცდება, მოუჭიროს მარწუხები საქართველოს მოქალაქეებს. მას მუდმივად აქვს შინაგანი შიში იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც - ქვეყნის გარეთ, ამიტომ მას ყოველდღიურად უწევს, რომ ეს ლეგიტიმაცია შეზღუდვებით, კანონებით და რეპრესიებით მოიპოვოს. ამასთან, პოლიტიკა, რომელსაც ატარებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც თავს თავს უწოდებს "ქართულ ოცნებას", პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი ევროპული ინტეგრაცია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement