Logo

ანა წითლიძე - ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის  ბრძოლა არის ბევრად უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება

პოლიტიკა
45
Frontnews image description

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის  ბრძოლა არის ბევრად უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ის განსხვავება, რომელიც შეიძლება იყოს ამ ოპოზიციურ სპექტრში, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ყოველთვის იყო ერთიანობა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ყოველთვის იყო ერთიანობა და "ნაციონალური მოძრაობა" მაშინაც მზად იყო, რომ ყველაფერი დაეთმო საერთო ოპოზიციური სპექტრის შესაქმნელად. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ისე უყურებდა საკითხს, როგორც ახლა დაინახა ძალიან ბევრმა, რომ ერთ მხარეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს - ყველა, ვისაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვაში ყველა ვართ ერთად და უნდა ვიცოდეთ, ვის რა პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია და ვის როგორ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება.

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის  ბრძოლა არის ბევრად უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ის განსხვავება, რომელიც შეიძლება იყოს ამ ოპოზიციურ სპექტრში", - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები