ანაკლიაში მასწავლებელთა რიგით მე-7 კონფერენცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიაში მიმდინარე მასწავლებელთა მე-7 კონფერენციის დასკვნით დღეს, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით კუხალეიშვილთან ერთად დაესწრო.
მერმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ყველა ჩართულ ორგანიზაციას კონფერენციის მხარდაჭერისთვის. მამუკა წოწერიამ, წლევანდელი კონფერენციის თემატიკაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში. ინოვაციების დანერგვისა და ციფრული კომპონენტის გასაძლიერებლად, ცენტრალური მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებში თანამედროვე კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
კონფერენციაში ზუგდიდის საჯარო სკოლების 50-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა.
კონფერენცია ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვას და გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად. პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
თაგები:
მასწავლებელთა კონფერენცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს