ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 12 აგვისტოს გამოცხადდება

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 12 აგვისტოს გამოცხადდება.
სასამართლო სხდომა 10:30 საათზეა ჩანიშნული.
განაჩენის გამოცხადება აქამდე ორჯერ გადაიდო.
ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ანატოლი გიგაური




