ანდრეი მელნიკი – უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის მინიმუმ 300 ტანკი და 500 ქვეითი საბრძოლო მანქანა სჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის მინიმუმ 300 ტანკი და 500 ქვეითი საბრძოლო მანქანა სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გერმანიაში ყოფილმა ელჩმა ანდრეი მელნიკმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ეყრდნობა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის და შეიარაღებული ძალების სარდლის ვალერი ზალუჟნის მიწოდებულ ციფრებს.
”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გვინდა ამ პირველი კონტრშეტევისთვის, რომელიც მზადდება გაზაფხულზე, ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 300 ტანკი და სადღაც 500 ქვეითი საბრძოლო მანქანა. და პლუს ამისათვის ჩვენ გვჭირდება სამხედრო წვრთნა, ეს ასევე მტკივნეული თემაა“, – განაცხადა მელნიკმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს არის ის მინიმალური, რაც უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ ოპერაცია მინიმალური დანაკარგებით, მაგრამ მაქსიმალური ეფექტით.
“ეს არის უაღრესად კომპლექსური ოპერაცია, რომელიც შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ მაშინ, როცა გვექნება საკმარისი რაოდენობის ქვეითი საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკები, გაწვრთნილი ხალხი, არტილერია, საჰაერო მხარდაჭერა, დრონები. ასეთი რამ მსოფლიოს 1945 წლის შემდეგ არ უნახავს. ეს არის ყველაზე საშინელი ომი ევროპის კონტინენტზე“, – განაცხადა მელნიკმა.
მისივე თქმით, უკრაინა საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში 100-მდე ლეოპარდის ტანკს მიიღებს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს