ანდრია ჯაღმაიძე - წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია

ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია.
მისივე განმარტებით, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო, პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, იმ პროექტითაც არ იყო გათვალისწინებული და მის მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო.
"ზოგადად, საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე, თუ არ არის გადმოცემული მიწა, თუ არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ირკვევა, ეს შენობა-ნაგებობა, რომელიც დაინგრა, იმ არდამტკიცებულ პროექტშიც არ შედიოდა. არც საპატრიარქოში შესული პროექტი არ იქნა დამტკიცებული, რადგან მიწა არ იყო ჩვენი, ანუ რაიმე მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ მანდ რაღაც შენობა იყო. აქამდე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, რაიმე ნაგებობის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყო საპატრიარქოსთან“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია, არის სიცრუე. მერის განმარტებით, განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი, მათ შორის, დაუსრულებელი მცირე ზომის ნაგებობის, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენდა.
თაგები:
ანდრია ჯაღმაიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


