Logo

ანდრიუს კუბილიუსი – პარტია, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, მართლა მაინტერესებს რას აკეთებს ქართველი ხალხისთვის?

პოლიტიკა
1024
Frontnews image description

ეს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არ ასრულებენ და არ აკეთებენ იმას, არც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის, – აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

 

“პირველ რიგში საქართველოს მთვარობამ უნდა გაიგოს რომ ევროკავშირში მის კანდიდატურაზე დადებითი პასუხის მისაღებად საშინაო დავალება უნდა შეასრულოს ზედმიწევნით. თუ ასე გაგრძელდება თქვენ დაკარგავთ ევროკავშირის პერსპექტივას, თუ ეს მთავრობა მართლაც ასრულებს ქართველი ხალხის რეალურ ოცნებას, რაც ევროპისკენ სწრაფვაში გამოისახება, რეფორმები უნდა გააგრძელოთ, მაგრამ ეს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არ ასრულებენ და არ აკეთებენ იმას, არც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის.

 

ამ გზაზე საჭიროა სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა, დარღვეული პირობები, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა კი ქართველი ხალხისთვის ცუდი სამსახურია. ეს არ პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ მიზნებს და ოცნებას და პარტია, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, მართლა მაინტერესებს რას აკეთებს ქართველი ხალხისთვის?”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას. 

თაგები:

Advertisement