Logo

ანდრიუშჩენკო – ეს არის რუსების რეაქცია ევროვიზიაზე ჩვენ გამარჯვებაზე – ფოსფორის ბომბები წარწერით “14.05 – კალუშა, როგორც გვთხოვე!”

უკრაინა
620
Frontnews image description

რუსი ოკუპანტები იმდენად ცინიკოსები არიან, რომ გადაწყვიტეს უკრაინაზე შურისძიება ევროვიზიის 2022-ის გამარჯვებისთვის – მარიუპოლის დამცველებს ცეცხლგამჩენი ბომბები „გაუგზავნეს“ წარწერით – „14.05 – კალუშა, როგორც გვთხოვე!“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

 

“ეს  არის რუსი სამხედროების რეაქცია ჩვენს გამარჯვებაზე „ევროვიზია 2022“-ზე“, – წერს ანდრიუშჩენკო.

 

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა, გამოსვლის ბოლოს ჯგუფს წევრებმა მსოფლიოს მარიუპოლის და “აზოვსტალის“ დახმარებისკენ მოუწოდეს. 

 

“დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე”, – აღნიშნა ოლეგ პსიუკმა.

თაგები:

ევროვიზია
Advertisement