ანდრიუშჩენკო – მარიუპოლში რუს ოკუპატებს ცხედრები სახლების ნანგრევებთან ერთად ნაგავსაყრელზე გააქვთ

ავტორი
Front News საქართველო
მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა სახლების განურჩევლად ნგრევა დაიწყეს, – ამის შესახებ მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
“გუშინ, ნანგრევებში დაღუპულთა ცხედრების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ოკუპანტებმა დაიწყეს სახლების პირდაპირი ნგრევა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსები ანადგურებენ მტკიცებულებებს, არ კარგავენ დროს დანგრეულ სახლებში მიცვალებულების ძებნაში.
“მიცვალებულთა ახალი ცხედრების შესახებ მონაცემების მოპოვება შეუძლებელია იმის გამო, რომ სახლენის დანგრევის შემდეგ ყველაფერი ლევობერეჟნის რაიონის ნაგავსაყრელზეა გატანილი. თუ კორპუსებში ცხედრები იყო, ისინი ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად გადმოტვირთეს“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
თაგები:
მარიუპოლი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


