Logo

ანდრო ჭიჭინაძე - რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და არ გამოვა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება

სამართალისაზოგადოება
35
Frontnews image description

რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება, - ამის შესახებ დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ მტკიცებულებით, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ.

რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები