Logo

ანდრო გოცირიძე - ოჩამჩირის პორტს რუსეთი ყოველთვის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს

პოლიტიკა
1 დღის წინ / 19:02
363
Frontnews image description

ოჩამჩირეში რა ტიპის პორტი აშენდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ის ყოველთვის რუსეთის მხრიდან იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პორტის მშენებლობის ერთ-ერთი მიზანია, რომ საქართველოს ხელი შეუშალონ სატრანზიტო გზაზე.

"ოჩამჩირეში რა ტიპის პორტი აშენდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ის ყოველთვის რუსეთის მხრიდან იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. სამხედრო ინფრასტრუქტურა შენდება, ფაქტია და ტექნიკური შეიძლება იყოს კონტეინერების განთავსების ადგილიც, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება ლეგიტიმური სამიზნე რუსეთის მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაში უკრაინის. 

პორტი ანაკლიიდან დაახლოებით 25-30  კილომეტრის დაშორებით არის, რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ამ პორტის განთავსების ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას სატრანზიტო გზაზე ამ დერეფანში", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება.

Advertisement