Logo

ანდრო გოცირიძე - რეგიონი იმდენად ფეთქებადია, რომ ნებისმიერმა მოქმედებამ შესაძლოა, ესკალაცია უფრო მეტად გააღრმაოს

პოლიტიკა
174
Frontnews image description

რეგიონი იმდენად ფეთქებადია, რომ ნებისმიერმა მოქმედებამ შესაძლოა, ესკალაცია უფრო მეტად გააღრმაოს, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  საბოლოო ჯამში, ალბათ ბირთვული პროგრამის შეჩერებით დასრულდება ეს ვითარება შეერთებული შტატების შუამავლობით.

"ბუნებრივია, რეგიონი იმდენად ფეთქებადია, რომ ნებისმიერმა მოქმედებამ შესაძლოა, ესკალაცია უფრო მეტად გააღრმაოს. საბოლოო ჯამში, ალბათ ბირთვული პროგრამის შეჩერებით დასრულდება ეს ვითარება, ალბათ, შეერთებული შტატების შუამავლობით.

ავტორიტარიზმთან ხისტი მოქმედებების გარეშე მარტო დიპლომატია ვერ მუშაობს. ახლა უფრო მეტი შანსია ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან რეალური დასმისა, ვიდრე მანამდე, იმიტომ, რომ სამხედრო ზეწოლას განიცდის, სამეცნიერო მდგენელი, აქტობრივად, განადგურდა, 20-მდე მეცნიერია დაღუპული. 

ირანი 90 მილიონიანი ქვეყანაა, მილიონამდე შეიარაღებული ძალები ჰყავს, რეზერვით კიდევ უფრო მეტის მობილიზება შეუძლია და ისრაელი 9-10 მილიონია, მაგრამ სულისკვეთება და მაღალი ტექნოლოგიების ფლობა დიდ უპირატესობას ანიჭებს.

უნდა ითქვას, რომ  ბალისტიკური დარტყმები, ყველაზე სახიფათო რაც არის ირანის მხრიდან, ვერ გაიზრდება, პირიქით, მოიკლებს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, რესურსი იწურება და მეორე მხრივ, იბომბება  სამხედრო აეროდრომები, ხმელეთის გამშვები დანადგარები, მიწისქვეშა გამშვები დანადგარები.

ბალისტიკური შეიარაღების გამკლავება რკინის გუმბათს უჭირს. დრონებით შეტევას კიდევ ირანი მიჩვეულია და მათი მოსახლეობა. 

როგორც კი ცა გაიხსნება, ალბათ, ვიხილავთ მთელი მსოფლიოდან ისრაელი რეზერვისტების ჩასვლას საკუთარ სამშობლოში საომრად. ხალხი კი არ გარბის იქიდან, არამედ ხალხი მიდის. ეს მთავრობის მიერ სწორი ორგანიზების ხარჯზე ხდება.

ომში დამარცხებას ავტორიტარულ რეჟიმებს არ პატიობენ ხოლმე, რაც შეეხება გარედან ჩარევას, ეს ყოველთვის ახდენს კონსოლიდაციას მით უმეტეს ისეთ პატრიარქალურ და ოჯახზე ორიენტირებულ საზოგადოებაში, როგორიც არის ირანი", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement