Logo

ანდრო გოცირიძე - როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად არის განწყობილი, რომ ბენეფიტები მიიღოს ირანის მოვლენებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
113
Frontnews image description

ერთი რამ ფაქტია, რომ მოლაპარაკება არ იქნება მხოლოდ ბირთვულ იარაღზე უარის თქმასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად არის განწყობილი, რომ ბენეფიტები მიიღოს ირანის მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას ცუდი გამოცდილება აქვს ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაში.

"ირანის მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისა და საქართველოსთვის. როგორც ჩანს, იქ მოვლენები ესკალაციის გზით წავა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ესკალაცია არ იყოს სამხედრო დარტყმა, ან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების ჩართვა და ეს ძალების თავმოყრა, შესაძლოა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენონ. ამასთანავე, თანამედროვე კონფლიქტი, ბუნებრივია, უშუალოდ კონვენციურ ჩარევას არ გულისხმობს და მოსალოდნელია კიბერსივრცეში გარკვეული ზეწოლის განხორციელება, ასევე ეკონომიკური სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება.

ერთი რამ ფაქტია, რომ მოლაპარაკება არ იქნება მხოლოდ ბირთვულ იარაღზე უარის თქმასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია  სერიოზულად არის განწყობილი, რომ ბენეფიტები მიიღოს ირანის მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ბენეფიტები, ალბათ, იქნება ისეთივე წარმატებული ღონისძიება, როგორიც ვენესუელაში, თუმცა შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს სამხედრო ოპერაცია რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იქნება სახმელეთო ოპერაცია იმიტომ, რომ ირანი ვენესუელა არ არის და მეორე მხრივ, ამერიკას ისედაც ცუდი გამოცდილება აქვს ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაში", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები