Logo

ანდჟეი დუდა – სასწრაფოდ უნდა დაწესდეს სანქციები!

მსოფლიო
22.02.2022 / 12:12
941
Frontnews image description

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ნატოსა და ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიცია დაიკავონ.

 

“იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ძირს უთხრის ევროპის წესრიგს, საჭიროა ნატოს, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნების დიდი ერთიანობა და მტკიცე დამოკიდებულება. 

 

მხოლოდ მკაცრ პოზიციასა და უკრაინის პოლიტიკურ დაცვას შეუძლია აგრესორის შეჩერება. სასწრაფოდ უნდა დაწესდეს სანქციები!“ – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement