Logo

ანგელა მერკელი – დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო მოუღოს

მსოფლიო
749
Frontnews image description

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო მოუღოს. 

 

როგორც მერკელმა dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა, გმობს რუსეთის ქმედებებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

 

“ეს არის „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი მომენტი. საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას არანაირი გამართლება არ აქვს. ვგმობ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ზელენსკის მთავრობას“, – განაცხადა მერკელმა. 

თაგები:

უკრაინა
Advertisement