ანი ნადარეიშვილი - სამთვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა

ავტორი
Front News საქართველო
სამთვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს.
"პატარა, მაგრამ ჩემთვის და ბაჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება! სამთვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან, უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად დიდი გამარჯვებისთვის, არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ანი ნადარეიშვილი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი




