Logo

ანი ნადარეიშვილი - თვითონვე აფიქსირებენ პროცესებზე, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ

სამართალი
167
Frontnews image description

მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"აქამდე ვინც მოიყვანეს ე.წ. დაზარალებულები იყვნენ, ე.წ. ვამბობ, რადგან სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თვითონვე აფიქსირებენ სასამართლო პროცესებზე, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ, უბრალოდ, 4 ოქტომბრის მოვლენებს ჰყვებიან დაზეპირებულად. ასევე, მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს",- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები