
ავტორი
Front News საქართველო
ვენეციის კომისიის თანახმად, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი და შესაბამისად უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ოლიგარქთა რეესტრის შედგენას და პირის ოლიგარქად ცნობას, არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მეორე მოსმენით განხილულ ტექსტში ასახეს ანტიკორუფციული ბიურო.
“ჩვენ შემოვიტანეთ სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი და მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული პირის ოლიგარქად ცნობასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება ძალაში ავტომატურად არ შევა, არამედ თუკი მას გაასაჩივრებს შესაბამისი პირი, მხოლოდ სასამართლოს ინსტანციების ამოწურვის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ გადაწყვეტილების ამოქმედება. ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაციაც სრულად არის შესრულებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი რას ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე გავლენის ქონა.
“ასევე გარანტირებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდებოდა კონვენციური უფლებების დაცვას. იცით, რომ მეორე მოსმენით განხილული ტექსტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. საბოლოოდ, ჩვენ დაველოდებით ისევ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ამის შესაბამისად გამოვიტანთ ამ საკითხს პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზეც გაამახვილა ყურადღება.
“სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან საპირისპირო მოდელია წარმოდგენილი, რომელსაც მხარი რომ დავუჭიროთ, აპრიორი ნიშნავს, რომ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია. იმ პროექტის კანონად ქცევით, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, ევროკომისია პირდაპირ იტყვის, რომ ეს პუნქტი არ არის შესრულებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს