
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებით რა კომუნიკაციაა, ამაზე პასუხი უნდა გასცეს თვითონ პრეზიდენტმა, რას გულისხმობს და ასევე საქართველოს მთავრობა გასცემს პასუხს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას.
“ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის, მაშინ როცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს. სამარცხვინოა ასევე შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი-გვარამია უნდა ახსენონ იმავე კონტექსტში, რომელშიც უნდა ახსენონ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს