
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა.
“ჩვენ რეგულარულად ვხვდებით და ვცვლით ინფორმაციას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა ელჩმა, დააფიქსირა როგორც მისი პერსონალური, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა შეეხებოდა 12 – პუნქტიანი გეგმის როგორც შესრულებულ პუნქტებს, ასევე რამდენიმე დარჩენილ საკითხს, რომელიც, პრაქტიკულად, შესრულების ბოლო ეტაპზეა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს