
ავტორი
Front News საქართველო
როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაზე ოპოზიციის პოზიციას, რომ ცვლილებებს არ წარმოადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან. ისინი, ვინც მათ ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ. როგორც ჩანს, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმ კანონის რეგულირების ქვეშ მოქცევა, რომელიც მათ წარმოედგინათ. დეოლიგარქიზაციაზე ერთადერთი მოდელია უკრაინული და გაწერილია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ ცალკე არ დაარეგისტრირებენ: „გავიზიარეთ სამოქალქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩვენი მხრიდან პარლამენტში არ დარეგისტრირდება“.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს