“ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”

ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
"მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის. დღეს გახდა მოსიყვარულე? რიტორიკა მათ უნდა შეცვალონ, მათ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და არც სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე – რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


