ანტონ ჩეჩინის განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა


ავტორი
Front News საქართველო
ანტონ ჩეჩინის განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებმაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გააპროტესტეს, შენობა დაატოვებინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ რუსეთის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.
თაგები:
ანტონ ჩეჩინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს