Logo

“ანუ სააკაშვილის ხალხი სცემდა ასევე სააკაშვილის ხალხს და ქვეყნის გადატრიალება უნდოდათო”

პოლიტიკა
12.07.2021 / 11:27
Frontnews image description

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

“ღარიბაშვილმა, ალტ-ინფო/ფალავანდიშვილები სააკაშვილისაა და სპეციალურად სცემდნენ ჟურნალისტებსო. ასევე მთავარი, “ტვ პირველი” და “ფორმულაც” სააკაშვილის არისო. ანუ სააკაშვილის ხალხი სცემდა ასევე სააკაშვილის ხალხს და ქვეყნის გადატრიალება უნდოდათო. ჩვენ არ დავუშვითო. აგრძელებს კიდევ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოს წინააღმდეგ “მორიგი წარუმატებელი შეთქმულება” უწოდა. მისი განცხადებით, ლექსო ლაშქარავას ტრაგედია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა.

თაგები:

Advertisement