
ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე მოშიმშილე გულის შეტევით ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ინფარქტის გამორიცხვის შემდეგ ისინი კვლავ აქციას შეუერთდნენ, – ამის შესახებ ექიმმა ანზორ მელიამ განაცხადა.
ის მოშიმშილეების მოსანახულებლად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა.
“ვალდებული ვარ, დავინტერესდე მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩემთანაც იყო რამდენიმე მოყვანილი გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, ორი გამოვწერეთ და ისევ აქ გამოიქცნენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, მოშიმშილეების ნაწილს ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და მოსალოდნელია, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ.
“200-მდე კაცი შიმშილობს, არცერთი შემოწმებული არ იყო ჯანმრთელობის მხრივ და ამიტომ გამოვლინდა ეს დაავადებები, კუჭნაწლავის მხრივ შაქრისა და წნევის ცვალებადობები”- განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქცია მე-11 დღეა, მიმდინარეობს.
თაგები:
ანზორ მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს