
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ვიდრე მესამე პრეზიდენტი ციხეში იქნება, ნიკა არავითარ პარტიას არ შექმნის, ის მოღალატე არ არის, – ამის შესახებ Front News-ს ანზორ მელიამ ნიკა მელია მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა არ არის ცალ-ცალკე ყოფნის დრო და ყველა ერთად უნდა დადგეს.
“მე არ ვერევი ამ საკითხში, თავად როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ნიკა არაკაცურ საქციელს არასდროს ჩაიდენს. პირადად ჩემთვის არ უთქვამს, რომ პარტიის შექმნას აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდრე მესამე პრეზიდენტი ციხეში იქნება, ნიკა არავითარ პარტიას არ შექმნის, ის მოღალატე არ არის, ახლა “ნაცმოძრაობის“ მიტოვება ღალატი იქნება. ახლა არ არის ცალ-ცალკე ყოფნის დრო, ერთად უნდა დადგნენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
“ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ წინასაარჩევნოდ, შიდაპარტიული არჩევნების გამართვამდე გახდა ცნობილი.
თაგები:
ანზორ მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს