
ავტორი
Front News საქართველო
“სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებული კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შეიძლება მონიტორინგი ჩაუტარდეს ყოველწამიერი, ამიტომ აუცილებლად უნდა დათანხმდეს’’ – ასე აფასებს ანზორ მელია “ტვ პირველის’’ ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.
ანზორ მელიას თქმით, სააკაშვილი ამით თავს გადაირჩენს და სხვა მოშიმშილეებსაც დაეხმარება.
“ამით თვითონ თავს გადაირჩენს და ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს და კიდევ ათეულობით მოშიმშილეს გადაარჩენს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ შიმშილის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე საუკეთესო ექიმები ჩაერთონ’’ – განაცხადა ანზორ მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს