Logo

ანზორ მელია – გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, მე ვიქნები ყველას მერი

პოლიტიკა
1417
Frontnews image description

ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, – ამის შესახებ  ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერმა  კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საკმარისია სიძულვილის ენით საუბარი. 

 

“მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით პირველი დიდი რაუნდი მოვიგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის. მთავარია მას უყვარდეს საქართველო, სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მომცეს, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. ხალხნო, გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, – განაცხადა მელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები