Logo

ანზორ მელია – მერწმუნეთ, მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი, “ქართული ოცნების” კანდიდატსაც მივმართავ, მისი მერიც ვიქნები

პოლიტიკა
1566
Frontnews image description

მერწმუნეთ, მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი, “ქართული ოცნების” კანდიდატსაც მივმართავ, რომ მე მისი მერიც ვიქნები,  – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ. 

 

მელია ყველას მადლობვას უხდის თანადგომისთვის, განსაკუთებულ მადლიერებას კი ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოხატავს. 

 

“მერწმუნეთ, მე ვიქმები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. “ქართული ოცნების” კანდიდატსაც მივმართავ, რომ მე მისი მერიც ვიქნები. დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო.  

 

მე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემ გუნდს, რომლებიც 2 თვის განმავლობაში არ მომცილებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის. მადლობა  მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს,  იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში.  

 

მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას”, –  განაცხადა მელიამ. 

 

“მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგად, ზუგდიდში ანზორ მელიამ – 53% მიიღო, ხოლო  მამუკა წოწერიამ – 47%.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები