Logo

ანზორ მელია - ვიცოდით, რომ ხვალ დაიჭერდნენ, მაგრამ ასე უნამუსოდ, როგორც ტერორისტს ისე მოექცნენ დღეს

საზოგადოება
23 საათის წინ / 22:09
493
Frontnews image description

ვიცოდით, რომ ხვალ დაიჭერდნენ, მაგრამ აი, ასე უნამუსოდ, როგორც ტერორისტს ისე მოექცნენ დღეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ განაცხადა.

"ტელევიზორს ვუსმენდით, შოკირებულები ვიყავით. მასთან სახლში ვაპირებდით მისვლას,  ვიცოდით, რომ ხვალ დაიჭერდნენ, მაგრამ აი, ასე უნამუსოდ, როგორც ტერორისტს ისე მოექცნენ დღეს. მასთან სახლში ვაპირებდით მისვლას. 

ხომ მათ ხელშია სუსი და პოლიცია, იციან, რომ ნიკა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა, მას მხოლოდ არ სურდა იმ სასამართლოში მონაწილეობა, რომელიც ფარსს წარმოადგენდა. იცოდნენ სუსში, სად დაეპატიმრებინათ ნიკა ხვალ და დღეს, ტერორისტი ხომ არ იყო, ან ოჯახის წევრებს არ უნდა გაუფრთხილდნენ, ან ბავშვს? გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარით. რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

არავითარი თვალთვალი არ შეგვიმჩნევია. მე საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ შეიძლება იქაც მითვალთვალებდნენ. რაში სჭირდებათ, ამით რა მოიგეს?! გაოცებული ვარ", - განაცხადა ანზორ მელიამ "ფორმულასთან".

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

Advertisement