Logo

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრე იოსებ მუშკუდიანი უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის

საზოგადოება
1135
Frontnews image description

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრე იოსებ მუშკუდიანი უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.

 

“სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება…”ეს საოცარი ადამიანი მეფუტკრე, იოსებ მუშკუდიანი გახლავთ, დევნილი აფხაზეთიდან. ახლა სოფელ ძვ. აბაშაში ცხოვრობს.

 

“კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა… ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო, რომელიც მერე ზღვად იქცევა და ყველა ბოროტებას მოერევაო”,-მითხრა ბატონმა იოსებმა. ის უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის.

 

სევდიან, ყინვიან და თოვლიან გაზაფხულსაც სიკეთე ათბობს, ჩუმი და სიყვარულით სავსე სიკეთე“, – წერს ვერიკო ჯიბლაძე.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fphoto.php%3Ffbid%3D5147124858682610%26set%3Da.256849661043512%26type%3D3&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”764″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები