აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ილია მართალის საზოგადოებას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ მჭედლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას.
შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და „საზოგადოება ილია მართალის“ დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ.
თაგები:
ლაშა ქარდავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს