აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.
“მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს.
დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი.
მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა”, – წერს ლევან მგალობლიშვილი Facebook-ის ოფიციალური გვერდზე.
თაგები:





