Logo

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

საზოგადოება
108
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გიორგი ჟღენტი პირადად დაესწრო.

ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის მსგავსი აქციები აქტიურად გაგრძელდება.

Advertisement