აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშნული აქციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური მომსახურება მიიღეს.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი პირადად დაესწრო.
"სამინისტროში მოქმედი პროგრამები მაქსიმალურად არის მორგებული დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, თუმცა ბენეფიციართა მოთხოვნებიდან გამომდინარე მათ დამატებით ვთავაზობთ უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩაფიძის კლინიკას მხარდაჭერისთვის. სამინისტრო გეგმავს სხვა თბილისის წამყვან კლინიკებთანაც მსგავს თანამშრომლობას, რათა ჩვენს დროებით დევნილ საზოგადოებას დამატებით მივცეთ შესაძლებლობა სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ საჭირო სამედიცინო სერვისები”, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებისთვის მსგავსი აქციები აქტიურად გაგრძელდება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


