Logo

აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
24
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშია) თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას, ასევე საერთო ინტერესის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტას ითვალისწინებს.

შეხვედრის ფარგლებში, ალიონა ჩხოტუამ დეკანოზს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდებზე, არაფორმალურ განათლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერაზე მიმართული პროექტები გააცნო.

დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშია) მინისტრს, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

Advertisement