აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო სამინისტროს ახალშექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიც სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების წარდგენით, სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
საბჭო ასევე ითანამშრომლებს სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, ასევე სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გურჩიანი ესწრებოდნენ.
თაგები:
ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო




