აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება კომპაქტურ დასახლებაში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.
გამოიკვეთა მოსახლეობის ძირითადი პრობლემური საკითხები და საჭიროებები, რომელიც მოგვარებაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით მოხდება.
გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დევნილი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, უახლოეს დღეებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული პრობლემური საკითხები დეტალურად განიხილება და შემუშავდება მათი გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები.
ამასთან, აფხაზეთის მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს შეხვედრების გამართვას ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში, რათა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინოს არსებული პრობლემები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი გადაწყვეტა.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს