აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დროებით დევნილ სტუდენტებს მასპინძლობს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა.
სტუდენტებმა სამინისტროს შენობა დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით არსებულ სამუშაო პროცესებს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტაჟირების და კარიერული განვითარების პროგრამების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა