აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ტექნიკა სამინისტროს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, კლინიკის დირექტორს პირადად შეხვდა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას დღევანდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.
სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კლინიკებთან თანამშრომლობას.
თაგები:
სასწრაფო დახმარების მანქანა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


