აფხაზეთის მომსახურების სააგენტომ მებრძოლთა კლუბ "დავითიანს" სპორტული ინვენტარი გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა აფხაზეთის მომსახურების სააგენტომ მებრძოლთა კლუბ „დავითიანისთვის“ სპორტული ინვენტარი შეიძინა.
სპორტული ინვენტარი კლუბს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ პირადად გადასცეს.
კლუბი 16 წელია, რაც ახალგაზრდებს კიკბოქსინგის მიმართულებით უსასყიდლოდ ავარჯიშებს და ზრდის არაერთ მედალოსანს და ჩემპიონს. მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებიც.
"მინდა ამ ახალგაზრდებს მივმართო და აღვნიშნო, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია უფლის რწმენა, უდიდესი შრომა, გონიერება, ჟინი და ბრძოლის უნარი. არასოდეს გადაუხვიოთ თქვენს მიზნებს და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.
გისურვებთ დიდ გამარჯვებებს. იცოდეთ, რომ თქვენს წარმატებებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება და მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია.
მადლობას ვუხდი კლუბს და თითოეულ წევრს მათი მონდომებისა და თავდადებისთვის. ჩვენს მიერ სპორტული ინვენტარის გადმოცემა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ერთად, თანამშრომლობით, შეგვიძლია ბევრი სიკეთის გაკეთება და საერთო მიზნების მიღწევა“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
სპორტული ინვენტარი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


