აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დირსის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, დირსის დასახლებაში გამწვანების აქცია გამართა.
ღონისძიება რეკრეაციული სივრცეების შექმნისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დასახლებაში მცხოვრები დროებით დევნილი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 200-მდე დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
გამწვანების აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ბექა ღვაჩლიანმა, ბესიკ კუსიდმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ლევან თევზაიამ და მიხეილ ანჩაბაძემ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
თაგები:
გამწვანების აქცია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


